1.პროექტის სახელწოდება:
საქართველო მე-4 საუკუნის პირველი ნახევარში.
2.პროეკტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით:
ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისა და წინრე რელიგიების დაპირისპირების ფონზე, რაოდენ რთული და ნაყოფიერი გზის გავლა მოუხდა ჩვენს ქვეყანას ქრისტიანულ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე .
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეთა ინფორმირება რელიგიურ წინააღმდეგობათა შესახებ.
4.პროექტის მიზანი:
გაეცნონ მოწაფეები თუ რა სირთულესთან იყო დაკავშირებული მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში, საზოგადოების რელიგიური ყოფა და გაანალიზონ ყველა ის წინააღმდეგობა, რომლის ფონზეც მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანამ შესძლო ქრისტიანობის მიღება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
5.მონაწილეთა ასაკი:14-15.წ
6.ვადები ხანგრძლივობა : 90დღე
7.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
- მოსწავლეთა ინფორმირება ქრისტიანული რელიგიის გავრცელების და ჩამოყალიბების შესახებ.
- აანალიზებენ თუ რა ცვლილებები განიცადა საქართველოში წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ.
- აჯგუფებენ საქარტველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ლიტერატურული ცნობები თემის ირგვლივ, ვიდეო მასალა, ფოტო მასალა, პრეზენტაცია(ფორმატზე ან სხვა სახით).
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
- ჯგუფები მსჯელობენ ქრისტიანული რელიგიის შესახებ;
- აკეთებენ ზეპირ პრეზენტაციას;
- იყენებენ თვალსაჩინოებებს;
- განიხილავენ და მსჯელობენ თუ როგორი გზა განვლო ქვეყანამ, რა წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია მას და რაოდენ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული;
- წარმოადგენენ თემას რომელშიც განხილულია მე-4 საუკუნის პირველი ნახევრის პოლიტიკურ რელიგიური მდგომარეობა;
- მცირე მონახაზით აჯამებენ თემას.
10.საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- გეოგრაფიასთან , ქართულ ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან.
- მოსწავლეებს შეუძლიათ მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
11. პროექტის ხელმძღვანელი:მერი ქობულია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: meriqobulia9@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი:meriqobulia.blogspot.com
No comments:
Post a Comment